ალექსანდრე ტორმასოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრ ტორმასოვი)

ალექსანდრე პეტრეს ძე ტორმასოვი (დ. 11 აგვისტო, 1752 — გ. 25 ნოემბერი, 1819, მოსკოვი) — რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1809–1811 წლებში.

ალექსანდრე ტორმასოვი

მან პოლკოვნიკ თეოდორ სიმონოვიჩთან ერთად მოტყუებით შეიპყრო სოლომონ II და შემდგომ იმერეთში დაწყებულ აჯანყებას სასტიკად გაუსწორდა. 1809 წლის 5 მარტს დაინიშნა საქართველოს მთავარმართებლად (რუს. главноуправляющий Грузии). 1810 წელს, იმერეთის სამეფოს გაუქმებასთან ერთად, მისი მთავარმართებლობის დროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა მამია გურიელი და აფხაზეთის მთავარი გიორგი (საფარ-ბეგ) შერვაშიძე. 1811 წელს ტორმასოვმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ნიჟნი-ნოვგოროდში გადაასახლა და მცხეთის საკათალიკოსო ტახტი გააუქმა. 1810 წელს ახალციხეზე განხორციელებული წარუმატებელი იერიშის და შავი ჭირის გამო საქართველოში მდგომარეობა დაიძაბა. ტორმასოვმა გადადგომა ამჯობინა.

საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა 1809 წლის 5 მარტს, ხოლო 1811 წლის 6 ივლისს ჩაანაცვლეს მარკიზ ფილიპ პაულუჩით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 11
წინამორბედი:
ივან გუდოვიჩი
საქართველოს გუბერნიის მმართველი
საქართველოს მთავარმართებელი

1809-1811
შემდეგი:
ფილიპ პაულუჩი