თბილისის საეკლესიო მუზეუმი

„საქართველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ძმობასთან არსებული საეკკლესიო განძთსაცავი“ — დაარსდა 1888 წელს სიონის ტაძართან, მოწინავე ქართველი (დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ თვარელიშვილი და სხვა) და რუსი ინტელიგენციის (პრასკოვია უვაროვა) თაოსნობითა და მხარდაჭერით, აგრეთვე საქართველოს საეგზარქოსოს სამღვდელოების (ეგზარქოსი პალადი, დეკანოზი დავით ღამბაშიძე და მრავალ სხვათა) უშუალო მონაწილეობით.

თბილისის საეკლესიო მუზეუმი
დაარსდა 1888 წლის 15 ივლისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დამაარსებლები დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ნიკოლოზ თვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ კალლისტოვი
დაიხურა 1921 წლის 21 მარტი
მდებარეობა თბილისი სიონის ეკლესიის ეზო (1888-1916 წწ.), თბილისის კლასიკური გიმნაზია (1916-1918 წ. 3 სექტემბერი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1918 წ. 3 სექტემბერი - 1921 წ. 21 მარტი).
სტატუსი კერძო, არასახელმწიფო ორგანიზაცია
კურატორი

დიმიტრი ბაქრაძე 1888 წ. 15 ივლისი—1890 წ. 10 თებერვალი, თედო ჟორდანია 1889 —1898, მოსე ჯანაშვილი 1898 წ. 10 აპრილი-1918 წ. 3 სექტემბერი,

კორნელი კეკელიძე 1918 წ. 3 სექტემბერი —1921 წ. 21 მარტი,

საეკლესიო განძთსაცავის (მუზეუმის) მიზანი იყო საქართველოს ეკლესია-მონასტრებში შემონახული, ისტორიული მნიშვნელობის ნივთების (უპირველეს ყოვლისა ხელნაწერებისა და სიგელ-გუჯრების), რომლებიც ყოველდღიურ ხმარებაში აღარ იხმარებოდა, საგანგებო განზთსაცავში გადატანა, აღწერა, შესწავლა, გამოცემა, ექსპონირება ფართო საზოგადოებისათვის.

1899 წელს განძთსაცავს შეეცვალა როგორც მეპატრონე, ისე სახელი. 1899 წლის 29 ნოემბრიდან მას "ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო სიძველეთსაცავი" ეწოდა. 1918 წლის 3 სექტემბერს სიძველეთსაცავი გადატანილ იქნა ახლადდაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაფუძნდა "სიძველეთა დაცვის მუზეუმი". მუზეუმის გამგედ დაინიშნა კორნელი კეკელიძე, მოადგილედ - მოსე ჯანაშვილი.

დამოუკიდებლობის წლებში, 1918 წლის 3 სექტემბრიდან 1921 წლის 21 მარტამდე ის მდებარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში (1888-1916 წლებში სიონის ეკლესიაში იყო მოთავსებული, 1916-1918 წლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში). იყო არასახელმწიფო, კერძო ორგანიზაცია. მისი ხელმძღვანელები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე (1888-1890), თედო ჟორდანია (1889-1898), მოსე ჯანაშვილი (1898-1918 წწ.). 1918 წელს სიძველეთსაცავი გადაიტანეს ახლად დაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შეიქმნა „სიძველეთა დაცვის მუზეუმი“. მუზეუმის გამგედ დაინიშნა კორნელი კეკელიძე, მოადგილედ — მოსე ჯანაშვილი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს საეკლესიო მუზეუმში საქართველოს ეკლესიებიდან შეტანილი ბევრი საეკლესიო ნივთი იქნა დაცული, რამაც ეს ნივთები ძარცვა-განადგურებას გადაარჩინა, რაც იმდროინდელ არასტაბილურ ვითარებაში ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო. საქართველოს საეკლესიო მუზეუმი - „ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო სიძველეთსაცავი“ - საქართველოს გასაბჭოების გამო, 1921 წლის 21 მარტს დაიხურა. თვით კოლექცია უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. 1930 წელს ყოფილი საელესიო მუზეუმის ხელნაწერების კოლექცია გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, ხოლო 1956 წელს ახლად დაფუძნებულ ხელნაწერთა ინსტიტუტს, სადაც დღემდე დაცულია ცალკე კოლექციის სახით.

თავისი არსებობის 33 წლის განმავლობაში მუზეუმში თავი მოიყარა მრავალმა უძველესმა ქართულმა თუ სხვა ქვეყნის ხელნაწერებმას (პალიმფსესტები V-VI სს., მოხატული ხელნაწერი წიგნები და სხვა). 1921 წლის 21 მარტს "ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო სიძველეთსაცავი" გაუქმდა, თვით კოლექცია უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. 1930 წელს ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერების კოლექცია გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, 1956 წელს - ახლადდაფუძნებულ "ხელნაწერთა ინსტიტუტს *შემდგომში "აკადემიკოს კორნელი კეკეკლიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს", სადაც დღემდე დაცულია ცალკე, "A კოლექციის" სახით.

თბილისის საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა შეადგინეს თ. ჟორდანიამ (1902 გამოსცა 2 ტომად 800 ხელნაწერის აღწერილობა), მ. ჯანაშვილმა (1908 გამოსცა 240 ხელნაწერის აღწერილობა, თბილისის საეკლესიო მუზეუმში 1908 წლის შემდეგ შესული ხელნაწერები კვლავ აღწერა 1921-1928 წლებში).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 344.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 611.
  • იაკობაშვილი, ირაკლი. საეკლესიო მუზეუმი საქართველოში: დაფუძნება, მოღვაწეობა, გაუქმება // თსუ. ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრა. სამეცნიერო შრომების კრებული. № 5. თბ. თსუ გამომცემლობა. 2003 წ. გვ. 72-84. რეზიუმე ინგლ. ენაზე.