ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი)
მიტროპოლიტი ვლადიმერი (რუს. Митрополи́т Влади́мир, ერისკაცობაში — ვასილი ნიკიფორეს ძე ბოგოიავლენსკი, Васи́лий Ники́форович Богоявле́нский; დ. 1 იანვარი, 1848, სოფ. მალომორშევკა, ახლანდ. ტამბოვის ოლქი, რუსეთი, — გ. 25 იანვარი, 1918, კიევი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.
დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია (1874). ასწავლიდა ტამბოვის სასულიერო სემინარიაში. 1888 წელს აღიკვეცა ბერად. მალევე აკურთხეს ეპისკოპოსად. 1891 წლიდან განაგებდა სამარის ეპარქიას. 1892-1898 წლებში იყო საქართველოს ეგზარქოსი.
საქართველოს ეგზარქოსად ყოფნის დროს ვვლადიმერის ინიციატივით დაარსდა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის აღმდგენელი კომიტეტი, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამისიონერო საქმიანობას. ამ მიზნით თბილისის მოლოკნებით და სხვა სექტანტებით დასახლებულ უბნებში დააარსა სამისიონერო ძმობა, ააგო ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც გაიხსნა ბიბილიოთეკა. 1894 წელს ქუთაისში დაარსდა სასულიერო სემინარია. მისი ხელშეწყობით 1894 წელს ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა რუსეთის სინოდში გაგზავნილი მოხსენებით ამხილა ეგზარქოსების მიერ ქართული ეკლესიის ჩაგვრა-შევიწროება, მოითხოვდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გაუქმებას, ეპარქიების რაოდენობის გაზრდას და სხვ.
1898-1912 წლებში ვლადიმერი მიტროპოლიტის წოდებით განაგებდა მოსკოვისა და კოლომენის, 1912-1915 წლებში — სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის, 1915 წლიდან — კიევისა და გალიცის ეპარქიებს. 1918 წელს საბჭოთა ჯარების მიერ კიევის აღების შემდეგ ბოლშევიკებმა წამებით მოკლეს კიევ-პეჩორის ლავრის კედლებთან. რუსულმა ეკლესიამ ვლადიმერი წმინდანად შერაცხა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბუბულაშვილი ე., XIX ს. მეორე ნახევარში საქართველოში მოღვაწე ეგზარქოსები (მოკლე დახასიათება), კრ.: საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, VII, თბ., 2004.
- ფერაძე ი., საქართველოს ეგზარქოსები, ჟურნ. «მოგზაური», 1901, №5.
- ბუბულაშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 282.
- Православная Богословская энциклопедия или Богословский энциклопедический словарь, т. 4, под ред. А. П. Лопухина, СПб., 1903.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- † Высокопреосвященный Митрополит Киевский Владимир. (Некролог) «Прибавления к Церковным ведомостям». Пг., 1918. № 5.
- Свт. Тихон, патр. Московский. Речь на торжественном собрании Священного Собора Российской Православной Церкви, посвященном памяти мученически скончавшегося высокопреосвященного Владимира (Богоявленского), митр. Киевского и Галицкого, 15 (28) февраля 1918 года «Прибавления к Церковным ведомостям». Пг., 1918. № 9-10.
- Митр. Арсений Стадницкий. Речь на торжественном заседании Священного Собора, посвященном памяти мученически скончавшегося митрополита Киевского Владимира (Богоявленскаго), 15 (28) февраля 1918 года «Прибавления к Церковным ведомостям». Пг., 1918. № 9-10.
- Протопресвитер Михаил Польский. «Новые мученики Россійскіе» — Первое собрание материалов. Гл. 1. Владимир, Митрополит Киевский и Галицкий Jordanville, 1949.
- Митр. Анастасий Грибановский. Похвальное слово (митрополитам Владимиру и Вениамину), новым священномученикам Русской Церкви Jordanville, 1949.