ტამბოვის ოლქი
| |||||
Tambov Oblast | |||||
ადმინისტრაციული ცენტრი | ტამბოვი | ||||
ფართობი - სულ |
63-ე 34 462 კმ² | ||||
მოსახლეობა - სულ |
46-ე დაახ. 1 130 352 (2006) | ||||
ფედერალური ოლქი | ცენტრალური | ||||
ეკონომიკური რაიონი | ცენტრალური-შავმიწა | ||||
სახელმწიფო ენა | რუსული | ||||
გუბერნატორი | ოლეგ ბეტინი | ||||
საავტომობილო კოდი | 68 | ||||
სასაათო ზონა | MSK±0 (UTC+03:00) |
ტამბოვის ოლქი (რუს. Тамбовская область) - ოლქი რუსეთში. შედის რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ მხარეში. დაარსდა 1937 წლის 27 სექტემბერს. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ტამბოვი.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრში და უკავია ოკა-დონის ვაკის ცენტრალური ნაწილი. საშუალო სიმაღლე 110-115 მეტრია. მდინარეები განკუთვნება ვოლგისა (ცნა შენაკადებით - ჩელნოვაია, კერშა, კაშმა) და დონის (ვორონეჟი შენაკადებით - ვორონა, სავალა, ბიტიუგი, მატირა) აუზებს. ცნა ადგილობრივი მნიშვნელობის სანაოსნო მდინარეა. ესაზღვრება რიაზანის, პენზის, სარატოვის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქები.
მოსახლეობა
რედაქტირება2002 წლის მონაცემების მიხედვით ოლქში ცხოვრობს:
- რუსები – 1 136 900 კაცი (96,5 %).
- უკრაინელები – 10 800 კაცი (0,92 %).
- სომხები - 4300 კაცი (0,4 %).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოლქის ხელისუფლების საინფორმაციო პორტალი დაარქივებული 2008-09-26 საიტზე Wayback Machine.
- ტამბოვის საოლქო დუმა დაარქივებული 2008-09-26 საიტზე Wayback Machine.