მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იონა (მრავალმნიშვნელოვანი).
მიტროპოლიტი იონა

მიტროპოლიტი იონა (ერისკაცობაში — ივანე სემიონის ძე ვასილევსკი; დ. 1763 — გ. 1849) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1821-1832 წლებში.

1821 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად, გადააყენეს 1832 წლის 12 მარტს.

დიდ ყურადღებას უთმობდა ოსეთის სასულიერო კომისიის მუშაობას. მისი ხელშეწყობით სასულიერო მისიები აქტიურად მოქმედებდნენ თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში, აფხაზეთში, საინგილოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. 1825 წელს იონას თაოსნობით სასულიერო სასწავლებლები გაიხსნა ქუთაისში და თელავში, 1830 - ახალციხეში. ხელს უწყობდა სამღვდელოების განავისუფლებას ბატონყმური დამოკიდებულებისაგან. 1829 წელს იმერეთის სამღვდელოება (1810-მდე დაბადებულნი თავიანთი შვილებით) განთავისუფლდა ბატონყმური დამოკიდებულებისაგან. 1831 წელს აფხაზეთში დაარსდა სასულიერო კათედრა. 1932 წელს სინოდში გაიწვიეს.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება