სამეგრელოს ეპარქია
სამეგრელოს ეპარქია — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული ეპარქია 1818-1873 წლებში, რომელიც მოიცავდა საქართველოს ისტორიულ მხარე სამეგრელოსა და ლეჩხუმს. ეპარქიის კათედრა იყო მარტვილის მონასტერი.
ისტორია
რედაქტირებასამეგრელოს ეპარქია დაარსდა 1818 წლის 28 დეკემბერს.[1]: მასში გაერთიანდა გაუქმებული ჭყონდიდის ეპარქია, ცაიშის საეპისკოპოსო და ცაგერის ეპარქია. 1873 წელს სამეგრელოს ეპარქია შეუერთეს იმერეთის საეპისკოპოსოს, ხოლო 1885 წლის 12 ივნისს შეიქმნა გურია-სამეგრელოს ეპარქია.
ეპისკოპოსები
რედაქტირება- ბესარიონ დადიანი (1818-15 ივლისი, 1828)
- მიტროპოლიტი დავით — 1830-1834
- გიორგი — 1835-2 აპრილი, 1842
- ანტონი — 1843-9 დეკემბერი, 1852
- ზაქარია — 11 ივნისი, 1853 - 5 მარტი, 1854
- თეოფანე — 1854 - 1 ივლისი, 1859
- გერონტი — 1860 - 1863
- ბესარიონი — 1 იანვარი, 1863 - 15 დეკემბერი, 1864
- ტარასი — 29 აგვისტო, 1865 - 4 იანვარი, 1871
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914.