ალექსი (მოლჩანოვი)
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსი მოლჩანოვი (ეგზარქოსი))
მთავარეპისკოპოსი ალექსი (ერისკაცობაში — ალექსი ვასილის ძე მოლჩანოვი; დ. 1853, სარაპულის მაზრა, ვიატკის გუბერნია — გ. 20 მაისი, 1914, ტფილისი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (2 ნოემბერი, 1913 — 20 მაისი, 1914).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მღვდლის ოჯახში. 1885 წელს ეკურთხა მღვდლად. 1888 წელს მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება. 1899 წელს აღიკვეცა ბერად. 1900 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორად, შემდგომ ეკურთხა ეპისკოპოსად, ტობოლსკის მთავარეპისკოპოსად.
1913 წლის 2 ნოემბრიდან ალექსი საქართველოს ეგზარქოსია.[1]
მთავარეპისკოპოსი ალექსი გარდაიცვალა თბილისში 1914 წლის 20 მაისს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, ვიატკის გუბერნიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Алексий (Молчанов) დაარქივებული 2009-02-14 საიტზე Wayback Machine. // Русское православие (база данных)
- Алексий // Православная энциклопедия (под ред. Патриарха Московского и всея Руси Кирилла)
- Викарные архиереи Казанской епархии დაარქივებული 2013-01-16 საიტზე Wayback Machine.
- Ректоры Казанской духовной семинарии დაარქივებული 2015-05-18 საიტზე Wayback Machine.
- Алексий (в миру Алексей Васильевич Молчанов)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ახალი ეგზარხოსი. „კლდე“. # 33, ღვინობისთვე, 1913 წ.