საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე ადგილობრივი კრება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე ადგილობრივი კრება — შედგა თბილისში, 1920 წლის 27 ივნისს.
თარიღი | 27 ივნისი, 1920 |
---|---|
წინა კრება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება |
შემდეგი კრება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე ადგილობრივი კრება |
თავმჯდომარე | მიტროპოლიტი ლეონიდე |
საკითხები | საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები, ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხები |
კრება ჯერ გაიხსნა ქაშვეთის ეკლესიის ტაძრის ზემო სართულზე, ხოლო შემდეგ რეზონანსის გამო გადაიტანეს ქვედა სართულზე.
კრების წინასწარი სათათბირო კომტეტის წევრები იყვნენ: გურია-სამეგრელოს ეპარქიიდან იყო დეკანოზი ი. ბობოხიძე, ალავერდის ეპისკოპოსი პიროსი, თბილისიდან დეანოზი ნ. მაჭარაშვილი, დეკანოზი ი. კაპანაძე და მასწავლებელი ივ. რატიშვილი; საქართველოს საკათალიკოსო საბჭოდან დეკანოზები ცინცაძე, კორნელი კეკელიძე, ქრისტეფორე კაპანაძე და ნიკიტა თალაქვაძე. საკათალიკოსო სასამართლოდან ივანე ბერიშვილი და დეკანოზი ანტონი (თოთიბაძე), თბილისის საოლქოდან ერისკაცი დ. ჩიქოვანი.
კრებას ესწრებოდა ყველა მღვდელთმთავარი: გიორგი ეპისკოპოსი (კრებაზე დაინიშნა ჭყონდიდელად), ქუთაისის ეპისკოპოსი ნაზარი (ლეჟავა), ცხუმ-აფხაზეთის ამბროსი, დავით ურბნელი, პიროს ალავერდელი, ხოლო კრებას თავმჯდომარეობდა მიტროპოლიტი ლეონიდე. კრება დაკომპლექტებული იყო ძირითადად სასულიერო პიებისაგან, საერო წარმომადგენლობა მეტად მწირი იყო.
განიხილეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის, სასულიერო სასწავლებლების განათლების სამინისტროსათვის გადაცემის, ეკლესიის ბიუჯეტის, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების საკითხები. კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად დაამტკიცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, თბ., 1976, გვ. 110-111
- თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. ISBN 978-99940-28-77-1.