ანტონი (თოთიბაძე)
ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე (დ. 1865, მელექედური, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია — გ. 8 მარტი, 1938, თბილისი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე (პროტოპრესვიტერი). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
ანტონ თოთიბაძე | |
---|---|
დეკანოზი | |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 1865 |
დაბადების ადგილი | მელექედური, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 8 მარტი, 1938 (73 წლის) |
დასაფლავების ადგილი | სიონის ტაძარი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მღვდლის ოჯახში. ბავშვობაში მის ოჯახში მასთან ერთად ცხოვრობდა სილიბისტრო ჯიბლაძე.[1] 1881-1887 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1887 წლის სექტემბერში იგი ამავე სასწავლებელში აღმზრდელად დაინიშნა. 1888 წლის 4 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნეს. 1889 წლის 1 სექტემბერს საგვერდულით დააჯილდოვეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1890 წლის სექტემბერში ქაშვეთის ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც საღვთო სჯულის სწავლება მამა მას დაევალა. 1891 წლის მარტიდან 1918 წლამდე იგი იყო თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის კანდელაკი. 1892 წლის 22 ივლისს მას სკუფია უბოძეს. 1895 წლის 6 მაისს — დაჯილდოვდა ამილავკით. მას მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: ამკერდე ოქროს ჯვრით (1900 წელი), 1903 წლის 6 მაისს — დეკანოზის წოდებით, 1910 წლის 6 მაისს იგი დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით, 1914 წლის 6 მაისს კი — ენქერით. 1918 წელს დეკანოზი ანტონი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძრის წინამძღვრად და ქართული ლაშქრის უფროს მღვდლად დაინიშნა. 1922 საქართველოს პატრიარქმა წელს გენუის კონფერენციას მემორანდუმით მიმართა, სადაც წერდა:
კათალიკოსი მოითხოვდა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. მემორანდუმს ხელს აწერდა ანტონ თოთიბაძე, გარდა ანტონისა, მემორანდუმს ხელს აწერდნენ საკათალიკოსო საბჭოს წევრები: მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), დეკანოზი კალისტრატე, იოსებ მირიანაშვილი, დიმიტრი ლაზარიშვილი, პავლე ქავთარაძე, ნიკოლოზ არჯევანიძე, ასევე საკათალიკოსო საბჭოს წევრი ნიკოლოზ თავდგირიძე. იგი იყო საკათალიკოსო საბჭოს წევრი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სამხედრო ტაძარი დაიხურა და ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს მიეწერა, ანტონი კი მის წინამძღვრად გადაიყვანეს. დეკანოზი ანტონი მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის III და IV საეკლესიო კრებებში. 1923 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს თითქმის მთელი საკათოლიკოსო საბჭო, მათ შორის ანტონ თოთიბაძე, სასამართლო პროცესი დაიწყო 1923 წლის 10 მარტს ნაძალადევის მუშათა თეატრში. სამღვდელოებას წაუყენეს რამდენიმე ბრალდება: მოწოდების შედგენა გენუის კონფერეციისადმი, რომ ეს მოწოდება შეიცავდა ცრუ ცნობებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. მათ იცოდნენ მიტროპოლიტ საეკლესიო განძეულობის დამალვის შესახებ და არ აუწყეს ეს მთავრობას. აგრეთვე არ დამორჩილება მთავრობის დადგენილებებისა და ის, რომ საკათოლიკოსო საბჭომ არ გაგზავნა თავისი წარმომადგენელი საუწყებათაშორისო კომისიაში საეკლესიო განძეულობის ჩასაბარებლად. 1924 წელს გაზეთი „კომუნისტი“ ფართოდ აშუქებდა სასამართლო პროცესს, სადაც მოყვანილია მამა ანტონი ჩვენებაც. აი, რა განაცხადა მან დაკითხვაზე:
1924 წლის 19 მარტს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა შემდეგი მსჯავრი და საკათალიკოსი საბჭოს ნაწილი დააპატიმრა. იგი განთავისუფლებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 131 მუხლის დაუმტკიცებლობის გამო. პატიმრობიდან გამოშვების შემდეგ მან გააგრძელა სამღვდელო სამსახური. 1929 წელს იგი მიტრით დაჯილდოვდა. 1933 წელს ხელისუფლებამ ვერის ეკლესია დაანგრია და მის ადგილას ბაღი გააშენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ დეკანოზი ანტონი სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანა. 1934 წელს მას პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა. იგი წლების მანძილზე ასწავლიდა საღმრთო სჯულს თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში, ქართული გიმნაზიის დაბალ კლასებსა და ქალთა მეხუთე გიმნაზიაში, სადაც 1918-1921 წლებში ქართულ ენას ასწავლიდა. იყო ჯერ წევრად, შემდეგ კი ქალთა საეპარქიო სასწავლებლის თავმჯდომარედ. 1935 წლის 8 იანვარს სიონის ტაძრის წინ ყინულზე ფეხი დაუცურდა, წაიქცა და თეძოს ძვალი გაუტყდა, მძიმე ტრავმის გამო ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება, 1937 წლის 22 დეკემბერს თავი დაანება მოღვაწეობას. გარდაიცვალა 1938 წლის 8 მარტს. დასაფლავებულია სიონის ტაძრის გალავანში, სამხრეთ კედელთან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გვ. 268. ISBN 978-99940-28-77-1.