მელექედური
მელექედური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი მელექედური). მდებარეობს ნასაკირალის სერის სამხრეთით, მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 90 მ., ოზურგეთიდან 5 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
მელექედური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მელექედური |
კოორდინატები | 41°56′53″ ჩ. გ. 42°01′26″ ა. გ. / 41.94806° ჩ. გ. 42.02389° ა. გ. |
ფართობი | 8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 90 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1170[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 146,25 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაXVII საუკუნის მიწურულს მელექედურის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი გიორგი ჯაყელი, რომელმაც აღადგინა ეკლესია და მას შესწირა XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული მარხვანი, ასევე ოთხთავი, სახარება, სამოციქულო, პარაკლიტონი და ზატიკი. ჯაყელმა ტაძარი გიორგი გურიელის შემწეობით ააგო. 1828 წლისთვის მელექედურში იდგა ასევე წმინდა გიორგის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო 33 კომლს აერთიანებდა.[2] მელექედური შედიოდა დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში. დვაბზუს თემს გამოეყო 1920 წელს და შეუერთდა ქალაქ ოზუგეთის თემს.[3]
საბჭოთა პერიოდში მელექედურის ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა. 1958 წელს გაშენებული იყო 200 ჰექტარი ჩაის პლანტაცია, 75 ჰექტარი სიმინდის, 35 ჰა ტუნგის პლანტაცია, 18 ჰა თუთის და 10 ჰა ხეხილის ბაღი. სოფელში აგრეთვე მისდევდნენ მეცხოველეობასა და მებოსტნეობას.[4] 1950-იანი წლების ბოლოსთვის დასრულდა სოფლის ელექტროფიკაცია, აშენდა საზაფხულო თეატრი 500 ადამიანზე. 1960 წელს აშენდა საშუალო სკოლის ორსართულიანი შენობა. 1976 წელს მელექედურს გამოეყო ქვედა ნასაკირალი. 1977 წელს მელექედურის კოლმეურნეობა ფლობდა 200 ჰა ჩაისა და 8 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 1186 | ||
1911[6] | 453 | ||
1971 | 3108 | ||
1977 | 1624 | ||
2002 | 1519 | ||
2014 | 1170 | 566 | 604 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- დათა მიქელაიშვილი — ფირალი
- ანტონი (თოთიბაძე) — საეკლესიო მოღვაწე
- გოგია ღლონტი — სახალხო გვარდიელი
- აკაკი მგელაძე — საბჭოთა პოლიტიკოსი და პარტიული მოღვაწე
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 556.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 70-71 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
- ↑ გურიის ერობის მოამბე N7 — გვ. 4 — 15 თებერვალი 1920
- ↑ ართილაყვა ან., თავაძე მ., „მელექედური სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1958, № 25, გვ. 3.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год