აკაკი მგელაძე
აკაკი ივანეს ძე მგელაძე (დ. 1910, სოფ. მელექედური, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1980, ოზურგეთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
აკაკი მგელაძე | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი | ||||||||
მმართ. დასაწყისი: | 1952 | |||||||
მმართ. დასასრული: | 1953 | |||||||
წინამორბედი: | კანდიდ ჩარკვიანი | |||||||
მემკვიდრე: | ალექსანდრე მირცხულავა | |||||||
პარტია: | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია | |||||||
პირადი ცხოვრება | ||||||||
დაბ. თარიღი: | 1910 | |||||||
დაბ. ადგილი: | მელექედური, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | |||||||
გარდ. თარიღი: | 1980 | |||||||
გარდ. ადგილი: | ოზურგეთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | |||||||
რელიგია: | ათეისტი | |||||||
ჯილდოები: |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სოფელ მელექედურში 1910 წელს. შემდგომში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა გუდაუთაში. იყო საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის (კომკავშირის) წევრი 1927 წლიდან. კომუნისტური პარტიის წევრი გახდა 1932 წელს. 1930–1938 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები კომსომოლში: გუდაუთის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, აფხაზეთის ობკომის მასობრივი-ეკონომიკური განყოფილების გამგე, აფხაზეთის ობკომის მეორე მდივანი, აფხაზეთის ობკომის პირველი მდივანი, საქართველოს სსრ კომსომოლის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავავშირის კომკავშირის
ცენტრალური კომიტეტის ახალგაზრდული განყოფილების გამგე.
1938 წელს იყო რეპრესირებული და მერე რეაბილიტირებული. 1938–1942 წლებში იყო „საქნავთობის“ ტრესტის მმართველი, 1942–1943 - ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამმართველოს სამხედრო კომისარი, უფროსი ბატალიონური კომისარი, ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი. 1943–1951 - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის სოხუმის ქალაქკომის და აფხაზეთის ობკომის პირველი მდივანი. ამ პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქ სოხუმის განაშენების სამუშაოები.
1951–1952 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი. 1951–1953 წლებში კი — საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭოს წევრი.
1940-იან და 1950-იან წლებში იმყოფებოდა იოსებ სტალინის უახლოეს გარემოცვაში. 1950-იან წლებში იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის — ლავრენტი ბერიას ოპონენტი. სტალინის გარადაცვალების შემდეგ მგელაძე მოხსნეს თანამდებობიდან და გარიცხეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან, სსრკ კომპარტიის შემადგენლობიდან, ყოველივე ამის შემდეგ კი დააპატიმრეს. მის მიმართ ბრალდებები მოიხსნა ლავრენტი ბერიას დაკავების შემდეგ.
1953–1973 წლებში იყო ბებნისის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. 1973 წელს ედუარდ შევარდნაძემ ის მიიწვია თბილისში სამუშაოდ. 1973–1978 წლებში იყო საქართველოს სსრ საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველი, საქართველოს სსრ აგრარულ-სამრეწველო-სავაჭრო გაერთიანების თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირებასხვა და სხვა დროს იყო საბჭოთა კავშირის, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატი, თბილისის და სოხუმის საქალაქო საბჭოს წევრი. ორი „ლენინის ორდენის“, „შრომის წითელი დროშის ორდენის“, „დიდი სამამული ომის“ პირველი ხარისხის ორდენის, „წითელი ვარსკლავის“ ორდენის, ორი „ღირსების ნიშნის ორდენის“, რიგი საბრძოლო მედლებისა და აგრეთვე ვდნხ-ს ოქროს, ვერცლისა და ბრინჯაოს მედლების კავალერი.
ავტორია წიგნისა „Сталин. Каким я его знал. Страницы недавнего прошлого“.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აკაკი მგელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- აკაკი მგელაძე — ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“
- აკაკი მგელაძე — ქართულ ენციკლოპედიაში