სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩარკვიანი.

კანდიდ ჩარკვიანი (დ. 12 თებერვალი, 1907, ცაგერი — გ. 13 სექტემბერი, 1994, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938–1952 წლებში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

კანდიდ ჩარკვიანი
კანდიდ ჩარკვიანი
კანდიდ ჩარკვიანი (მარჯვნივ) მიხეილ კალინინთან, 1944.
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
საქართველოს სსრ
კომპარტიის ცკ მე-11 პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 აგვისტო,1938 – 2 აპრილი, 1951
წინამორბედილავრენტი ბერია
მემკვიდრეაკაკი მგელაძე

დაბადებული12 თებერვალი, 1907
ცაგერი, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი13 სექტემბერი, 1994 (87 წლის)
თბილისი, საქართველო, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკას დროშა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
მამანესტორ ჩარკვიანი
შვილებიგელა ჩარკვიანი
ჯილდოები
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი ლენინის ორდენი წითელი დროშის ორდენი
სამამულო ომის I ხარისხის ორდენი სამამულო ომის I ხარისხის ორდენი ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1904 წელს ცაგერში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1930 წელს გაწევრდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში და 1937 წელს გახდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის განათლებისა და კულტურის სამმართველოს უფროსი. 1937-1938 წლებში ეკავა საქართველოს სსრ-ის მწერალთა კავშირის პირველი მდივნისა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობები.

1937-1952 წლებში საქართველოს ცკ-ის ბიუროს წევრი[1], 1938-1952 წლებში კი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი[1]. იოსებ სტალინმა ჩარკვიანის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქართულ გაზეთებში პირველად წაიკითხა მისი სტატიები. 1937 წელს ჩარკვიანი საქართველოს სსრ კპ ცენტრალურ კომიტეტის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. იმავე წლის სექტემბერში ჩარკვიანი საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების დაგეგმავასა და განხორცილებაში.

1938 წელს, ლავრენტი ბერიას სსრკ „ჩეკას“ უფროსად დანიშვნის და მოსკოვში გადასვლის შემდეგ გახდა საქართველოს სსრ ცეკას პირველი მდივანი. ამ პოსტზე ის 15 წლის განმავლობაში, 1952 წლის აპრილამდე დარჩა. ეს იმ დროისთვის ყველაზე ხანგრძლივი მოღვაწეობა იყო. მასზე მეტ ხანს ცეკას პირველ მდივნად მხოლოდ ვასილ მჟავანაძემ იმუშავა 1953-1972 წლებში. 1939-1952 წლებში იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ჩარკვიანი წინამორბედ ბერიასგან განსხვავებით ზომიერი და კეთილგონიერი მმართველი იყო. მის დროს განხორციელდა ის ცვლილებები, რომლებმაც შეცვალა საბჭოთა საქართველო, მოხდა სწრაფი ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია. სამრეწველო ცენტრებად იქცნენ ქუთაისი, ზესტაფონი, ტყვარჩელი, გორი, მახარაძე, ჭიათურა, ტყიბული. დიდ ქალაქად იქცა თბილისი. ჩარკვიანის დროს განხორციელდა შემდეგი პროექტები: კოლხეთის ჭაობის დაშრობა, აღმოსავლეთ საქართველოში არხების გაყვანა, შირაქის ველის დამუშავება, მეტალურგიულ ქალაქ რუსთავის გაშენება. ასევე მის დროს მოხდა 120 000-ზე მეტი მაჰმადიანი ქართველის აყრა და გადასახლება სამშობლოდან.[2]

1951 წელს საქართველოში მყოფ სტალინს უშიშროების მინისტრმა რუხაძემ მოახსენა, რომ საქართველოში ორმაგი სეპარატისტული შეთქმულება მზადდებოდა, საერთო ქართული და მეგრული. ამას მოჰყვა ხელმძღვანელ მუშაკთა, მათ შორის ჩარკვიანის, გადაყენება და 35 000 ადამიანის გადასახლება საქართველოდან. გადასახლება 1951 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა.

1981-1988 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1987 წელს მიიღო ხალხთა მეგობრობის ორდენი. გარდაიცვალა 1994 წელს, ქალაქ თბილისში[3].

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები, თბ.: არტანუჯი, 2015, 268 გვ.
  • განცდილი და ნააზრევი, 1906–1994 : მოგონებები, თბ.: მერანი, 2004, 700 გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 საქართველოს ცკ-ის VIII პლენუმის დადგენილება, 1 - 2.4.1952
  2. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 105-108 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3
  3. კანდიდ ჩარკვიანი