ტყიბული — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
ტყიბული

კარლო ლომაძის მოედანი
გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°21′01″ ჩ. გ. 42°59′54″ ა. გ. / 42.35028° ჩ. გ. 42.99833° ა. გ. / 42.35028; 42.99833
დაარსდა 1939
ამჟამინდელი სტატუსი 1939
ცენტრის სიმაღლე 590
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 9770[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
რუსები 0,75 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 497[2]
საფოსტო ინდექსი 4300[3]
ოფიციალური საიტი https://tkibuli.gov.ge/
ტყიბული — საქართველო
ტყიბული
ტყიბული — იმერეთის მხარე
ტყიბული

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთით, მდინარე ტყიბულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 590 მეტრზე.

ტყიბულში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,2°C, იანვრისა 2,6°C, ხოლო ივლისისა 21°C. ნალექები 2140 მმ წელიწადში.

ტყიბული (ტყვიბული) ისტორიულ წყაროებში პირველად 1259-1293 წლით დათარიღებულ ძეგლში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ტყიბული აგიაშვილების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. 1825 წელს აღმოჩენილ იქნა ქვანახშირის საბადო. 1846 წელს დაიწყო ქვანახშირის მოპოვება. 1887 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი–ტყიბულის სარკინიგზო ხაზი და ქვანახშირის მოპოვებამ მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია. 1939 წლის 20 სექტემბერს სოფელი ტყიბულისა და დაბა ტყიბულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ქალაქი ტყიბული[4]. ქვანახშირის მოპოვებამ მაქსიმუმს მიაღწია 1950-იან წლებში, აშენდა ქავანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა. 1980-იან წლებში მოქმედებდა 4 შახტი. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შახტებში ქვანახშირის მოპოვება პრაქტიკულად შეწყდა, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა კი დაინგრა. 2006 წელს ქვანახშირის მოპოვება აღდგა ორ შახტაში, განახლდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 9770 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1922 [5] 1842
1926 [5]   1 023
1939 [5]   9 202
1959 [5]   22 702
1970 [5]   23 153
1979 [5]   21 821
1989[6]   21 994 -- --
2002[6]   14 464 -- --
2014[1]   9770 4622 5148
2021 [5]   8 899

ეკონომიკა

რედაქტირება

ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგია ქვანახშირის მრეწველობა. ქალაქში ასევე მოქმედებს ჩაის ფაბრიკა. ქალაქში მდებარეობს შაორის ჰიდროელექტროსადგური. ჰესს წყალი მიეწოდება შაორის წყალსაცავიდან. სადგურის რომლის საპროექტო სიმძლავრე 38.4 მგვტ.-ია, ხოლო საშუალო სიმძლავრე ― 28.0 მგვტ.

ტრანსპორტი

რედაქტირება

ტყიბული საავტომობილო გზებით უკავშირდება თერჯოლას, ქუთაისსა და ამბროლაურს. არის რკინიგზის ბოლო სადგური ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო ხაზზე. ტყიბული სარკინიგზო ხაზით თბილისიდან დაშორებულია 264 კმ-ით, ხოლო მანძილი ქუთაისიდან 42 კმ-ით.

განათლება და კულტურა

რედაქტირება

ტყიბულში არის 6 საჯარო სკოლა[7] და ექვსი საბავშვო ბაღი, 5 ბიბლიოთეკა. კულტურის დაწესებულებებიდან აღსანიშნავია ქალაქის კულტურის ცენტრი (სახალხო თეატრი), რომლის დარბაზი გათვლილია 500 მაყურებელზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სამხატვრო სკოლა, ხელოვნების სკოლა, ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია.

ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება: მრავალპროფილიანი საავადმყოფო, დიაგნოსტიკური ცენტრი და სასწრაფო სამედიცინო სამსახური - 03.

ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი „მეშახტე“ და ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4-5, გვ. 8, თბ., 1939 წ. ISSN 0203-2023
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  6. 6.0 6.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  7. საგანმანათლებლო დაწესებულების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-27. ციტირების თარიღი: 2021-10-27.