მეშახტე ტყიბული (საფეხბურთო კლუბი)
მეშახტე — პროფესიონალური ქართული საფეხბურთო კლუბი იმერეთის ქალაქ ტყიბულიდან. კლუბი არის საქართველოს თასის მფლობელი საბჭოთა კავშირის პერიოდში 1964 და 1976 წელს, ასევე ქვეყნის ჩემპიონი 1980, 1981 წლებში.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი "მეშახტე" ტყიბული | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1930, 83 წლის წინ | ||
სტადიონი |
ვლადიმერ ბოჭორიშვილი (ტევადობა: 6,300) | ||
მწვრთნელი | დავით რუხაძე | ||
კაპიტანი | გიორგი გვენეტაძე | ||
ლიგა | ლიგა 3 | ||
2023 | მე-5 | ||
|
მეშახტის წარმატება XX საუკუნის 60-80-იან წლებში უკავშირდებოდა იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერ ქალაქს, ტყიბულს. მისი ქვანახშირის შახტებიც სსრკ-ის ცენტრალური ბიუჯეტის დოტაციაზე იყო და სწორედ აქედან ნაწილდებოდა თანხები სპორტის განვითარებაზეც, მათ შორის - ფეხბურთზეც. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, როდესაც ეს დაფინანსება შეწყდა, ქალაქ ტყიბულსაც მძიმე პერიოდი დაუდგა და ფეხბურთისთვისაც აღარავის ეცალა.
მეშახტის წარმატება ასევე უკავშირდება 70-იან წლებში ქალაქის რაიკომის მდივანს კარლო ლომაძეს, რომლის ინიციატივითაც ქალაქში აშენდა იმ პერიოდისათვის საუკეთესო სტანდარტების სტადიონი.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ კლუბი მცირე ხნით გამოდიოდა „ოკრიბის“ სახელით, ამ პერიოდისათვის ქალაქში არსებობდა მეორე საფეხბურთო კლუბი „ცხრაჯვარი“.
1965-1967 წლებში გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
სამწვრთნელო შტაბი
შესაძლებლობა | სახელი |
---|---|
მთავარი მწვრთნელი | დავით რუხაძე |
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | დავით გვენეტაძე |
კლუბის ადმინისტრატორი | ავთანდილ აბულაძე |
კლუბიდ დირექტორი | როინ მდივანი |
კლუბის დირექტორის თანაშემწე | ნუგზარ შარაბიძე |
ტიტულები
რედაქტირება- საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1980, 1981
- საქართველოს საბჭოთა თასი
- ჩემპიონი: 1964, 1976
- პირველი ლიგა
- მეორე ადგილი: 2008
- მესამე ადგილი: 1991, 1994, 1995