ტყიბულა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
ტყიბულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ნაქერალის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1175 მ სიმაღლეზე. სიგრძე 9,4 კმ, აუზის ფართობი 43,6 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. უერთდება ტყიბულის წყალსაცავს. წყალსაცავის აგებამდე ტყიბულა ახალსოფლის ქვაბულში ეგრეთ წოდებულ „წყალდასავალთან“ შახტში იკარგებოდა, გამოდიოდა მეორე მხარეს ძევრულის სახელწოდებით. ტყიბულაში სადერივაციო არხით ვარდება შაორის წყალსაცავის წყალი. დამახასიათებელია წყალმოვარდნის რეჟიმი. წყალუხვია გაზაფხულზე და ზამთარში.
ტყიბულა | |
---|---|
ტყიბულა ქ. ტყიბულში | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე) |
ქალაქები | ტყიბული |
სათავე |
მთა ნაქერალა 42°22′51″ ჩ. გ. 43°01′41″ ა. გ. / 42.381083° ჩ. გ. 43.028056° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1175 მ |
შესართავი |
ტყიბულის წყალსაცავი 42°18′00″ ჩ. გ. 42°57′25″ ა. გ. / 42.300028° ჩ. გ. 42.956944° ა. გ. |
სიგრძე | 9,4 კმ |
აუზის ფართობი | 43,6 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 88.