ნაქერალა
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და იმერეთის მხარეებში
ნაქერალა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურისა და იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების წყალწითელის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი), ტყიბულის (ერთვის ტყიბულის წყალსაცავს) და შარეულის (რიონის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1570 მ. აგებულია ქვედაცარცული და იურული კირქვებით. ნაქერალის ქვედა კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზედა — სუბალპური მდელოებით.
ნაქერალა | |
---|---|
კოორდინატები: 42°23′10″ ჩ. გ. 42°58′16″ ა. გ. / 42.38611° ჩ. გ. 42.97111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე იმერეთის მხარე |
სიმაღლე | 1570 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ასაკი | ქვედაცარცული/იურული |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 334.