წყალწითელა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
წყალწითელა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს რაჭის ქედზე მდებარე მთა ნაქერალას კალთებზე, ზღვის დონიდან 1080 მ სიმაღლეზე. ერთვის მარჯვნიდან მდინარე ყვირილას. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 221 კმ². მთავარი შენაკადია მდინარე ჭალა. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი რიონთან 7.56 მ³/წმ. ქვემო დინებაში ესაზღვრება ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან.
წყალწითელა | |
---|---|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | რაჭის ქედი |
სიგრძე | 49 კმ |
აუზის ფართობი | 221 კმ² |
![]() |
ციტატარედაქტირება
„ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზეით, მოერთვის წყალწიტელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოდამ სამხრით“
| |
ლიტერატურარედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 362.
სქოლიორედაქტირება
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 151 — თბილისი, 1941