ცხრაჯვარის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და იმერეთის მხარეებში

ცხრაჯვარის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურისა და იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ნაქერალას მთაზე, ზღვის დონიდან 1435 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ურგონულ სქელშრეებრივ კირქვებში. ჯამური სიგრძე 460 მ, ფსკერის ფართობი 127 000 მ², მოცულობა — 185 000 მ³. შიგა — „დიდი დარბაზის“ სიგრძე 245 მ, სიმაღლე 15-20 მ, სიგანე 15-25 მ. ჰაერის ტემპერატურა 6,5 °C. „დიდ დარბაზში“ მიკვლეულია პალეოზოოლოგიური მასალა. ბინადრობენ ღამურები.

ცხრაჯვარის მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
იმერეთის მხარე
აბსოლუტური სიმაღლე 1435 მ
სიგრძე 460 მ
მოცულობა 0,185 მლნ. მ³
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

ლიტერატურა

რედაქტირება