ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო
ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო — საბადო, რომელიც მდებარეობს ტყიბულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ნახშირიანი წყება შუაიურული (ბათური) ასაკისაა: იყოფა ქვედა ქვიშაქვების (სისქე 100 —250 მ), პროდუქტიულ (სისქე 80 მ-მდე) და ზედა ქვიშაქვების (სისქე 100—120 მ) ჰორიზონტებად. საბადოზე არის 9 ნახშირიანი ფენა,რომელთაგან 7 შეადგენს პროდუქტიულ ჰორიზონტს, 2 არასამრეწველო სისქის ფენა განლაგებულია ქვედა ქვიშაქვებში. გენეტურად ქვანახშირი განეკუთვნება ჰუმუსურ ტიპის, ტექნოლოგიური თვისებებით — სუსტად კოქსვადს. ორი ფენა შედგება ძირითადად ფისიანი ლიპტობიოლითური ნახშირისაგან. ქვანახშირის სიმკვრივე 1300—1700 კგ/მ³,ტენიანობა 4,0—8,4%. საშუალო ნაცრიანობა34%, ქროლადების შემცველობა საწვავ მასაში 39,5—44,0%, გოგირდისა 1,0—2,5%; თბოუნარი (უმაღლესი — საწვავ მასაზე) 6800—7800 კკალ/კგ. საბადო ცნობილია 1830 წლიდან, მოპოვება დაიქყო 1846 წლიდან, ფართო ნასშტაბით — 1940-იანი წლების დასაწყისში. საბადო ქვანახშირს აწვდის რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას და რესპუბლიკის სხვა საწარმოებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიჩუა ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 90.