აგიაშვილები
ძველი თავადური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში.
აგიაშვილები — თავადური საგვარეულო იმერეთის სამეფოში. მათი თავდაპირველი გვარსახელი ომათმათიძე ყოფილა. აგიაშვილების გვარი პირველად იხსენიება იმერთა მეფის 1663-1673 წლების დოკუმენტებში. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ხდება აგიაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება. მათ ეკუთვნოდათ საგვარეულო ციხესიმაგრე ყარაულა, ცუცხვათი, ტყაჩირის ეკლესია, ჭალისთავის მონასტერი. აგიაშვილების გვარის წარმომადგენლებს სამეფოში XVI საუკუნიდან ეკავათ ციხისთავის თანამდეობაბა, XVIII საუკუნიდან — სარდლისა.[1] აგრეთვე, 1753 წლიდან მათ ქეშიკთუხუცესის სახელო ეკავათ.[1] 1810 წელს აქტიურად იბრძოდნენ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც მათი მამული დიდად დაზარალდა. რუსეთის იმპერიის უღლის ქვეშ მათ კვლავ დაუმტკიცდათ თავადობა 1810 წლის 6 დეკემბერს.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. I, თბ., 1973.;
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ს. დუმინი, პ. გრებელსკი, რუსეთის იმპერიის თავად-აზნაურული გვარები: ტომი IV, საქართველოს სამეფოს თავადაზნაურობა (Дворянские Роды Российской Империи. Том 4 Князья Царства Грузинского), მოსკოვი, 1998 წ., გვ. 101 და 102.