ამბროლაური[6] — ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 2047 ადამიანი (2014 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, სასამართლო, სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, მუზეუმი, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

ქალაქი
ამბროლაური
Ambrolauri.jpg
ამბროლაურის ხედი
დროშა გერბი
Flag of Ambrolauri (City).svg Coat of Arms of Ambrolauri.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°31′10″ ჩ. გ. 43°09′00″ ა. გ. / 42.51944° ჩ. გ. 43.15000° ა. გ. / 42.51944; 43.15000
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1966
ფართობი 1.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 550
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა Decrease2.svg 2047[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 439[3]
საფოსტო ინდექსი 0400[4]
ოფიციალური საიტი ambrolauri.gov.ge
ამბროლაური — საქართველო
ამბროლაური
ამბროლაური — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ამბროლაური

გეოგრაფიარედაქტირება

გაშენებულია რიონის და კრიხულის შესართავთან, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, ტყიბულიდან 43 კმ., ქუთაისიდან 96 კმ, თბილისიდან 240 კმ. რელიეფი მთაგორიანია, ჰავა ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,2 °C, იანვრისა -0,3 °C, აგვისტოსი 22,1 °C. ნალექები 1075 მმ წელიწადში.

ისტორიარედაქტირება

წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. 1930 წლიდან წარმოადგენდა ამბროლაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 1937 წლამდე ეწოდებოდა ენუქიძე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს[7]. საბჭოთა პერიოდში ამბროლაურის საქალაქო საბჭო მოიცავდა ასევე სოფლებს ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, იწა, ქვემო კრიხი, შუა კრიხი და ძირაგეული. 2014-2017 წლებში გამოყოფილი იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული. მოქმედებდა საშენი მასალის და ხის საწარმოები, სამკერვალო, საკონდიტრო, ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, კინოთეატრი. სრულდებოდა საჰაერო რეისები თბილისი-ამბროლაური.

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 2047 ადამიანი.

აღწერის წელი[8] მოსახლეობა კაცი ქალი
1939 1104 -- --
1959   3043 -- --
1970   2317 -- --
1979   2639 -- --
1989   2933 -- --
2002[9]   2541 -- --
2014[1]   2047 959 1088
2020 (შეფასება)   2013

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  4. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  5. georgia-religion2014
  6. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
  7. 1944 წლის 4 სექტემბერის საქართველოს სსრ უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანება ქალაქად გარდაქმნის შესახებ
  8. Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  9. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.