ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი
ამბროლაურის ხელოვნების მუზეუმი — სახვითი ხელოვნების მუზეუმი საქართველოში, ქალაქ ამბროლაურში, თამარ მეფის ქუჩის 4 ნომერში. დაფუძნებულია 1965 წელს. მუზეუმში დაცულია ლ. გუდიაშვილის, ელ. ახვლედიანის, დ. კაკაბაძის, უ. ჯაფარიძის, ა. ვარაზის, ბ. ქუთათელაძის, ე. ბაღდავაძის, ქ. მაღალაშვილის, დ. ერისთავის, ზ. ნიჟარაძის, რ. სტურუას, ნ. მეტონიძის, კ. გურულის, ნ. ბოტკოველის, შ. ჩლაიძის და სხვა ქართველ მხატვართა ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული ნამუშევრები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმში დაცულია 565 ექსპონატი. წლის განმავლობაში მუზეუმს 800 დამთვალიერებელზე მეტი სტუმრობს[1].
ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
![]() მუზეუმის შენობა | |
42°31′07″ ჩ. გ. 43°09′12″ ა. გ. / 42.51861° ჩ. გ. 43.15333° ა. გ. | |
დაარსდა | 1965 წელს |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ამბროლაური |
სტატუსი | ააიპ (ამბროლაურის კულტურის ცენტრი) |
ექსპონატი | 565 |
ვიზიტორები | 800 |
ოფიციალური საიტი | http://www.georgianmuseums.ge/?lang=eng&id=1_1&sec_id=10&th_id=192# |
![]() |
სხვა მონაცემები
რედაქტირება- მუზეუმის ფართობი: 250 კვ/მ
- მუდმივი ექსპოზიცია: 150 კვ/მ
- პერიოდული გამოფენები: 25 კვ/მ
- საცავები: 50კვ/მ
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე. მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი უფროსებისათვის 1 ლარს, ხოლო ბავშვებისა და სტუდენტებისათვის 0.50 ლარს შეადგენს.