გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
გორი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
გორი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | იწა |
კოორდინატები | 42°30′54″ ჩ. გ. 43°10′17″ ა. გ. / 42.51500° ჩ. გ. 43.17139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
მოსახლეობა | 56[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების კრიხულისა და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 680 მ. ამბროლაურიდან დაშორებულია 1 კმ-ით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 76 | 38 | 38 |
2014[1] | 56 | 29 | 27 |
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებასოფელში დგას წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ადრე მას მინაშენებიც ჰქონია. მშენებლობაში გაირჩევა ორი ფენა, ერთი ადრინდელი, განვითარებული შუა საუკუნეებისა, მეორე — გვიანდელი XIX საუკუნის, თავდაპირველი ნაგებობიდან შემონახულია შირიმის ქვით მოპირკეთებული აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესიას შემორტყმული აქვს კარგად დამუშავებული ნატეხი ქვის გალავანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 226.
- დვალი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 113.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.