გელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანი (დ. 1 მარტი, 1939, თბილისი, — გ. 9 ნოემბერი, 2021) — ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2013).
გელა ჩარკვიანი | |
2017 წლის მარტი | |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2006 – 2009 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური |
წინამორბედი | ამირან კავაძე |
მემკვიდრე | გიორგი ბადრიძე |
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1992 – 2003 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
დაბადებული | 1 მარტი, 1939 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვლილი | 9 ნოემბერი, 2021 (82 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მამა | კანდიდ ჩარკვიანი |
დედა | თამარ ჯაოშვილი |
შვილები | ირაკლი ჩარკვიანი, თეონა ჩარკვიანი |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიჩიგანის უნივერსიტეტი |
პროფესია | დიპლომატი, პედაგოგი, არქიტექტორი, მწერალი, პუბლიცისტი, ტელეწამყვანი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და მისი ოფთალმოლოგი მეუღლის, თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩარკვიანმა ასპირანტურა 1970 წელს,აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. ეს ის პერიოდია, როცა აშშ-ში პიკს აღწევდა ახალგაზრდული რევოლუცია. ჩარკვიანის თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებები მოახდინა[1] .
ამერიკიდან ჩამოსულმა ჩარკვიანმა სწავლა კვლავ თბილისში განაგრძო ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კარიერა
რედაქტირებაგელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან, 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. მისი, ხუთი სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმი, „ქართველები კრემლში” 2004 წლის სექტემბერ/ოქტომბერში რუსთავი 2-ის ეთერით აჩვენეს[2] ..
1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო[3].
ასევე, ჩარკვიანი 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა
1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო[4]
ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო[5]. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
მუსიკა და ლიტერატურა გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში
რედაქტირებაგელა ჩარკვიანის ცხოვრებაში ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს.
ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.
2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.
ჯილდოები
რედაქტირებაჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩარკვიანი გ. (2008), ლექციები, სიტყვით გამოსვლები და სადღეგრძელო, თბილისი, საქართველო.
- ↑ ჩარკვიანი გ. (2008), ლექციები, სიტყვით გამოსვლები და სადღეგრძელო, თბილისი, საქართველო.
- ↑ http://www.diplomatmagazine.com/php/biographies/georgia.php დაარქივებული 2008-03-15 საიტზე Wayback Machine. as retrieved on 9 Mar 2008 05:35:48 GMT.
- ↑ http://www.diplomatmagazine.com/php/biographies/georgia.php დაარქივებული 2008-03-15 საიტზე Wayback Machine. as retrieved on 9 Mar 2008 05:35:48 GMT.
- ↑ http://www.diplomatmagazine.com/php/biographies/georgia.php დაარქივებული 2008-03-15 საიტზე Wayback Machine. as retrieved on 9 Mar 2008 05:35:48 GMT.