CD (კომპაქტ დისკი) — დისკოს ფორმის ინფორმაციის ოპტიკური მატარებელი ცენტრში ხვრელით, რომლიდანაც ინფორმაცია ლაზერის დახმარებით იკითხება. თავდაპირველად, კომპაქტ დისკი შეიქმა აუდიოს ციფრული შენახვისთვის (ე. წ. Audio-CD), მაგრამ დღესდღეობით იგი ფართოდ გამოიყენება, როგორც ფართო დანიშნულების მქონე მონაცემების მატარებელი მოწყობილობა (ე. წ. CD-ROM).

აუდიო კომპაქტ დისკები, როგორც წესი, მონაცემების მატარებელი კომპაქტ დისკებისგან განხვავდება და ამიტომაც, CD-ფლეიერებს მხოლოდ მათი დაკვრა შეუძლიათ (რა თქმა უნდა, კომპიუტერზე ორივე ტიპის დისკის წაკითხვაა შესაძლებელი). არსებობს ისეთი დისკებიც, რომლებზეც ერთდროულად აუდიოინფორმაცია და მონაცემებია ჩაწერილი — მათი მოსმენა შესაძლებელია CD-ფლეიერზე, ხოლო წაკითხვა კომპიუტერზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=CD&oldid=3950720“-დან