ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ილიას უნივერსიტეტი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში, რომელიც 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Iliaunilogo.png
Iliauni1korpusi.jpg
დევიზი ლათ. Ligamus ქართ. „ჩვენ ვაერთიანებთ“, Libertas Academica, Libertas Conscientiae
დაფუძნდა 2006
ატარებს სახელს ილია ჭავჭავაძე
ტიპი საჯარო
რექტორი ნინო დობორჯგინიძე
სტუდენტი 16 601
მისამართი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 , თბილისი 0162
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი (+995 32) 23 10 26
(+995 32) 29 41 97. ადმინისტრაცია
კამპუსი 12
ფერები

თეთრი და წითელი

          
მეტსახელი „ილიაუნი"
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — საქართველო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
iliauni.edu.ge

ფაკულტეტებირედაქტირება

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტირედაქტირება

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია, რომელიც სასწავლო პროგრამებს სწავლების 4 საფეხურზე ახორციელებს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტირედაქტირება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და საინჟინრო ფაკულტეტი სასწავლო პროგრამებს სწავლების რამდენიმე საფეხურზე ახორციელებს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, უმაღლესი პროფესიული).

ფაკულტეტს აქვს დიდი მატერიალური ბაზა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო კვლევებსა და ტექნიკურ მომზადებაში:

  • საველე კვლევითი ბაზები - საქართველოს მაღალმთიანეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ლანდშაფტში
  • აბასთუმნის ობსერვატორია
  • დნმ-ლაბორატორია, სადაც ადამიანის, ცხოველების და მცენარეების გენებს შეისწავლიან
  • კვლევითი გემი, რომლის გამოყენებითაც იწარმოება შავი ზღვის ფაუნის, ფლორისა და გეოლოგიის კვლევები
  • სახელოსნოები, მათ შორის - არქიტექტურული სამაკეტო სახელოსნო
  • სალექციო აუდიტორიები
  • კომპიუტერული კლასები
  • ბიბლიოთეკა
 
ილიას სახელობის უნივერსიტეტი. E კორპუსი.

სამართლის სკოლარედაქტირება

ამ ეტაპზე სამართლის სკოლაში მოქმედებს სამართლის საბაკალავრო და კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამებირედაქტირება

პროგრამისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, საინჟინრო და სამეცნიერო ლაბორატორიები და კომპიუტერული სამუშაო ადგილები შექმნილია იმავე კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად და იმავე ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად, რაც გამოიყენება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ში. კურსებს უძღვებიან სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები.

SDSU-საქართველო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

  • ელექტრული ინჟინერია
  • კომპიუტერული ინჟინერია

კვლევითი ინსტიტუტებირედაქტირება

უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი. აღნიშნული კვლევითი ინსტიტუტების და ლაბორატორიების მრავალფეროვანი პროფილი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას კვლევისა და პრაქტიკასა აქტუალურ საკითხებზე.[წყარო არ არის მითითებული 187 დღე]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-კვლევითი ინსტიტუტები:

საერთაშორისო ურთიერთობებირედაქტირება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის შემდეგი საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრი:

  • ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში
  • შრომითი თერაპიის ევროპული ქსელი
  • ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგენტო
  • ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია
  • უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
  • ასოციაცია „რონდინეს მშვიდობის ციტადელი“
  • შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი - BSUN
  • ასოციაცია „გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი“ - ÖSD

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურად თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით:

სიმბოლიკარედაქტირება

გერბირედაქტირება

ილიას სახელობის უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: გერბი და ჰიმნი, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით. ოთხველიანი „ევროპული“ ფარი

 
„პირველ, ბორდოსფერ ველზე ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნი უნივერსიტეტის ექვს ფაკულტეტს აღნიშნავს. წიგნებზე აწერია ის სამი თავისუფლება, რაც უნივერსიტეტს უდევს საფუძვლად: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება.“
 
„მეორე ველზე დიდი ბორდოსფერი, სწორი ჯვარია მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი ბორდოსფერივე ბოლნურ-კაცხური ჯვრით. გერბზე საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახვა უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსზე მიანიშნებს.“
 
„მესამე ველზე ანდრია პირველწოდებულის ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლისა და ნახევრად მეწამული ორი გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას.“
 
„მეოთხე, ბორდოსფერ ველზე სამი ბორდოსფერი ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოვლებული პროფესორის ქუდი აღნიშნავს ორი უმაღლესი სასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტების წარსულს, მათ გაერთიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს. საგერბო ფარის ქვეშ სადევიზო ბაფთა ლათინური წარწერით LIGAMUS - ქართულად „ჩვენ ვაერთიანებთ“, გამოხატავს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს ის სტუდენტებსა და საზოგადოებას.“

ჰიმნირედაქტირება

ილიაუნის ჰიმნი შეიქმნა 2006 წელს და მისი ავტორია გოგი ძოძუაშვილი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება