გრიგოლ მგალობლიშვილი

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგალობლიშვილი.

გრიგოლ (გეგა) მგალობლიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1973, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე. 2008 წ. 1 ნოემბრიდან 2009 წლის იანვრამდე იმსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

გრიგოლ მგალობლიშვილი
Grigol Mgaloblishvili (November 20, 2008) (A).jpg
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1973(1973-10-07) (49 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა Flag of Georgia.svg საქართველო
განათლება Lincoln College, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და სტამბოლის უნივერსიტეტი
Grigol Mgaloblishvili signature (vect).svg

1995 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობით. 2002-2003 წლებში სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომატიურ სწავლებათა ფაკულტეტზე. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე; იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს I მდივანი, შემდეგ მრჩეველი (1998-2002 წწ.), საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი (2002-2004 წწ.). 2004 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2006 წ.).

2008 წ. 27 ოქტომბერს მგალობლიშვილი დასახელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და ამ პოსტზე ლადო გურგენიძის შემცვლელად.[1] 2008 წ. 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მგალობლიშვილის განცხადებით, „რეკონსტრუქცია, დასაქმება და ხალხზე ზრუნვა“, „რადიკალური დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები“ იქნება მისი მთავრობის მთავარი მიზნები.[2] 2009 წლის 30 იანვარს გრიგოლ მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებს.[3]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

წინამორბედი:
ლადო გურგენიძე
პრემიერ-მინისტრი
ნოემბერი 2008 – იანვარი 2009
შემდეგი:
ნიკა გილაური