ბებნისისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აფნისი, გომბორი, ზემო ლეთეთი, ქვემო ლეთეთი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი, ქარელიდან 2 კილომეტრი. სოფელში არის თეოდორე ტირონის ეკლესია.

სოფელი
ბებნისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბებნისი
კოორდინატები 42°01′47″ ჩ. გ. 43°54′18″ ა. გ. / 42.02972° ჩ. გ. 43.90500° ა. გ. / 42.02972; 43.90500
ცენტრის სიმაღლე 640
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1251[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,8 %
სომხები 2,9 %
ოსები 1,4 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბებნისი — საქართველო
ბებნისი
ბებნისი — შიდა ქართლი
ბებნისი
ბებნისი — ქარელის მუნიციპალიტეტი
ბებნისი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1251 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1327 660 667
2014[1]   1251 618 633

პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია 1609 წლით დათარიღებულ ერთ საბუთში: მანუჩარ სამცხის ათაბაგმა დედის, სიმონ I-ის ასულის, ელენეს სააღაპოდ რუისის ღვთაების ტაძარს შესწირა ბებნისის მოსახლე "ხურანიელნი". მასში ნათქვამია:

 
„"სრულიად ხურანიელნი, ბებნისის მსახლობელნი, და როცა ამა ქუეყანასა იყუნენ და ან იქიდამღა ჩამოვიდნენ... ვინცა ხელყოს შეცვლად... რა უფლება არს ჩუენდა მესხურთა და ჯავახურთა მამულსა ზედა". აქ ლაპარაკია ჯავახეთის სოფელ ხორენიაზე, რომლის მცხოვრებლებიც ქართლში გადმოსულან და ბებნისში დასახლებულან. სწორედ ეს ხალხი შეუწირავს მანუჩარს რუისის ღვთაებისათვის".“

ვახუშტი ბატონიშვილს და იოანე ბაგრატიონს ბებნისი შეყვანილი ჰყავთ ლიახვის ხეობის სოფლების სიაში.

ბებნისი საეკლესიო სოფელი ყოფილა. 1804 წელს აქ ცხოვრობდა 18 კომლი (138 კაცი). მათგან 15 რუისის ღვთაების ეკლესიას, 2 – მაჩაბელს, 1 კი საკათალიკოსოს ეკუთვნოდა.

1818 წლს ბებნისში ცხოვრობდნენ: არავიაშვილები, არდემანაშვილები, ბერიკაშვილები, ელიაშვილები, შოშიაშვილები, სიმონიშვილები, აკოფაშვილები, ქურციკიძეები, ასპინძელაშვილები, სავანაძეები, დემეტრაშვილები, ოქროპირიძეები. შემდეგში შემოემატნენ: ამბროლაძეები, გელაშვილები, მინაძეები, პატარიძეები. სოფელ ტირძნისიდან მოსულან ტატუნაშვილები, ქუმსიშვილები, იმერლიშვილები, ღონღაძეები, მენაბდიშვილები, კოშორიძეები, ქესანაშვილები, ბერინაშვილები. ზემო ხვედურეთიდან – წიქარიშვილები.

ბერიკლდეების ნასოფლარი

რედაქტირება

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და აღმოსავლეთის ფრონის შესართავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ადგილ ბერიკლდეებზე. გათხრები ჩატარდა 19791983 წლებში.

ნასოფლარის პირზე გაჭრილ თხრილში 2 მეტრი სიმაღლის კულტურულ ფენაში გამოვლინდა 4 პერიოდის ნაშთები:

  • გვიანდელი ბრინჯაოს ხანის დასახლების სუსტი ფენა – რიყის ქვის ნაგებობათა კვალი და ტიპური შავი კერამიკის ფრაგმენტები;
  • შუა ბრინჯაოს ხანის ჩაშვებული სამარხების ნაშთები, შავი, რუხი და ბაცი ფერის (უზერლიქთეფეს ტიპის) კერამიკა;
  • ალიზის ზღუდითგამაგრებული ბედენური კულტურის ნასოფლარის ორი სამშენებლო ჰორიზონტი – ალიზისა და სარ-ლასტიანი შენობების სუსტი კვალი, სწორკუთხა თიხალესილი სამსხვერპლო ბაქნები, შავპრიალა ბედენური მაღალხარისხოვანი კერამიკა, აგრეთვე რიგითი წაბლისფერი და ბაცი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ყუადაშვებული ცულის ნატეხი, ქვისა და ძვლის იარაღი;
  • ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის ნასოფლარის ნაშთები, მ. შ. დამწვარი წრიული შენობის ნანგრევები დისკოსებური თიხალესილი ცენტრალური კერით, სარიტუალო ცილინდრული ჭურჭლით, თიხალესილი ბაქნებითა და ტიპური კერამიკის ფრაგმენტებით;

ბერიკლდეების ბედენური ფენა C14-ის მეთოდით დათარიღებულია ძვ. წ. 2900 წლით. ნასოფლარზე მოპოვებული ნივთიერი მასალა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

სამაროვანი

რედაქტირება

მდინარე მტკვრის მეორე ტერასაზე იგივე ადგილას, სადაც ნასოფლარი მდებარეობს, აღრიცხულია 50-მდე ყორღანი (გორასამარხი), რომელთაგან უდიდესთა მიწაყრილის დიამეტრი 50 მეტრს აღწევს, ხოლო სიმაღლე 2,5 მეტრს. 1980–1982 წწ. გაითხარა (ხელმძღვანელი იულონ გაგოშიძე) ოთხი ორმოიანი და ინჰუმაციური გორასამარხი. ორი ყორღანი ადრინდელი ბრინჯაოს ხანით დათარიღდა (ძვ. წ. XVIII-XXI სს), ერთი – შუა ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი), ერთი – შუა ბრინჯაოდან გვიანდელ ბრინჯაოზე გარდამავალი ხანით (ძვ. წ. XV ს.).

სამაროვანზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ძალიან ემსგავსება თრიალეთის ყორღანული კულტურის ძეგლებს. იგი პირველი ძეგლია შიდა ქართლში, სადაც ე. წ. ბედენური ტიპის კერამიკის შემცველი ყორღანი გაითხარა. ყორღანში მიცვალებული დაკრძალული იყო ხარებშებმული ოთხთვალა ეტლით. კერამიკის გარდა ჩატანებული ჰქონდა ბრინჯაოს სატევარი, ვერცხლისგარსაკრავიანი ბრინჯაოს საკინძი, მძივები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟურნალი „კარიბჭე“, N8, 17–30 აპრილი, გვ. 34, 2008 წელი
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 359–360, თბ. 1990 წელი,