იულონ გაგოშიძე

ქართველი ისტორიკოსი და არქეოლოგი

იულონ გაგოშიძე (დ. 17 ივლისი, 1935, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე.

იულონ გაგოშიძე
დაბადების სახელი ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე.
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1935
თბილისი
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, მინისტრი.
ჯილდოები ოქროს მედალი

განათლება

რედაქტირება
  • 1953: ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლა.
  • 1958: წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
  • 1961: დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ანტიკური ხანის არქეოლოგიის სპეციალობით.
  • 1965: მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
  • 1984: მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
  • 2008 წ. - 31 იანვარს დაინიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.
  • 1961 - დღემდე - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი).
  • 1978-2003 წწ. - კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტებში: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰალეს უნივერსიტეტი (გერმანია), მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია), იენის უნივერსიტეტი (გერმანია), აარხუსის უნივერსიტეტი (დანია).
  • 1991 წ. - მცხეთის რაიონის პრეფექტი.
  • 1966 წ. - დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებს საქართველოსა და საზღვარგარეთ (ისრაელში, კვიპროსში, აზერბაიჯანში);
  • 2000 წ. - არჩეულ იქნა „შავიზღვისპირეთის არქეოლოგიისა და კულტურის ისტორიის ცენტრის“ (ZAKS, Halle am-Zaale) წევრ-კორესპონდენტად.
  • 2002 წ. - არის აკადემიური პერიოდული გამოცემის „Ancient West and East“ (ლაიდენი-ბოსტონი-კელნი) საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
  • 1996 წ. - არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

გამოქვეყნებული აქვს ანტიკური და შუა საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიის სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი 300-ზე მეტი ნაშრომი, რომელთა შორის 8 მონოგრაფია (მათგან სამი თანაავტორებთან ერთად).

2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით.

ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟიშვილი და შვიდი შვილიშვილი.


პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
2008 - 2009
შემდეგი:
მირზა დავითაია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება