დისევი
დისევი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ქსუისის თემში.
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთ მთისწინეთში, მდინარე ჭარებულის (აძურის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 980 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი.
ისტორიარედაქტირება
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Дисеу).
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 569.