პატარა ლიახვი
მდინარე საქართველოში, ერედვისა და გორის მუნიციპალიტეტებში
პატარა ლიახვი — მდინარე საქართველოში, გორისა და ერედვის მუნიციპალიტეტებში; მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთასა და შიდა ქართლის ვაკეზე. სიგრძე 65 კილომეტრი, აუზის ფართობი 513 კმ². სათავე აქვს გუდისის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2920 მეტრზე. ერთვის დიდ ლიახვს მარცხნიდან სოფელ შერთულთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნა — ივლისიდან დეკემბრამდე. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 45 %, ზაფხულზე — 33 %, შემოდგომაზე — 12 %, ზამთარზე — 10 %. საშუალი წლიური ხარჯი შესართავთან 12,3 მ³/წმ. ზამთარში დროდადრო ჩნდება ყინულნაპირისი და ძგიფი. იყენებენ სარწყავად.
პატარა ლიახვი | |
---|---|
პატარა ლიახვი სოფ. ტირძნისთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
მარჯვენა შენაკადები | ჩაბარუხისწყალი, ფოტნისა, ელტურა, ღვრია |
მარცხენა შენაკადები | ფაჩურისწყალი |
სათავე |
გუდისის ქედი 42°26′26″ ჩ. გ. 44°11′19″ ა. გ. / 42.440611° ჩ. გ. 44.188861° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2920 მ |
შესართავი |
დიდი ლიახვი 42°06′52″ ჩ. გ. 44°01′55″ ა. გ. / 42.114694° ჩ. გ. 44.032056° ა. გ. |
სიგრძე | 65 კმ |
აუზის ფართობი | 513 კმ² |
მდინარის სისტემა | დიდი ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
ყინულოვანი მოვლენები | ყინულნაპირისი და ძგიფი |
წყალსაცავი | ზონკარის წყალსაცავი |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12,3 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
პატარა ლიახვი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 708.