ზონკარის წყალსაცავი
ზონკარის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადის — პატარა ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1209 მ სიმაღლეზე. წაგრძელებული ფორმისაა. წყლის ზედაპირის ფართობი 1,4 კმ², წყლის საერთო მოცულობა 40,0 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 39,0 მლნ. მ³.[1] კაშხლის სიმაღლეა 78 მ. სპეციალისტთა შეფასებით, თუ წყალსაცავზე აღიმართება ჰიდროელექტროსადგური შესაძლებელი იქნება გამომუშავდეს 8 მეგავატი ელექტროენერგია.[2] 2009 წელს თავიდან აიცილეს შესაძლო სტიქიური უბედურება, რომლის შედეგადაც დაიტბორებოდა ახლო მდებარე მრავალი სოფელი.[3] იგი აბრკოლებს აგრეთვე კალმახის მიგრაციას პატარა ლიახვის სათავეებში. წყალსაცავი გამოყენებულია საირიგაციოდ და მელიორაციის მიზნით; აგრეთვე რეგიონისთვის როგორც სასმელი წყლის მომწოდებელი წყარო.[4] სანაპიროსთან გაშენებულია სოფლები: ზემო ზონკარი, ქვემო ზონკარი და აწრისხევი.[5]
ზონკარის წყალსაცავი | |
---|---|
კოორდინატები: 42°17′11″ ჩ. გ. 44°10′50″ ა. გ. / 42.2864417° ჩ. გ. 44.1806500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ერედვის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
ზღვის დონიდან | 1209 მ |
ფართობი | 1,4 კმ² |
მოცულობა | 0,04 კმ³ |
კაშხლის სიმაღლე | 78 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს წყალსაცავები. მონაცემები[მკვდარი ბმული]
- ↑ Южная Осетия может обеспечить себя электроэнергией и экспортировать ее
- ↑ Энергетики Северо-Осетинского филиала РусГидро спасли югоосетинские и грузинские села от наводнения
- ↑ ცხინვალში დატბორვის ეშინიათ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2012-11-24.
- ↑ ზონკარის წყალსაცავი – ადგილმდებარეობა