ქვემო ზონკარი
ქვემო ზონკარი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში, ზონკარის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ცხინვალიდან 26 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Дæллаг Зонкъар).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 514.