ჩაბარუხისწყალიმდინარე გორის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს გერმუხის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე 2815 სიმაღლეზე. სიგრძე 11,6 კმ, აუზის ფართობი 37,3 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ზაფხულსა და შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,32 მ³/წმ.

ლიტერატურარედაქტირება