აძურა
აძურა — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვის და გორის მუნიციპალიტეტებში, მეჯუდის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 145 კმ². სათავე აქვს სამების ქედის (ხარულის ქედის განშტოება) აღმოსავლეთ კალთაზე.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 3,4 მ³/წმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.