ჭარებულა
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ჭარებულა — მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტისა და „ცხინვალის რეგიონის“ ტერიტორიაზე, მდ. აძურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ხარულის ქედის სამხრეთ კალთაზე 1505 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ, აუზის ფართობი 127 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,17 მ³/წმ.
ჭარებულა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
სათავე |
ხარულის ქედი 42°14′44″ ჩ. გ. 44°09′25″ ა. გ. / 42.245667° ჩ. გ. 44.157056° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1505 მ |
შესართავი |
აძურა 42°02′14″ ჩ. გ. 44°06′16″ ა. გ. / 42.037250° ჩ. გ. 44.104556° ა. გ. |
სიგრძე | 33 კმ |
აუზის ფართობი | 127 კმ² |
მდინარის სისტემა | აძურა → მეჯუდა → ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,17 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა, ი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 384.