დისევის ძელიცხოველის ეკლესია
დისევის ძელიცხოველის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ დისევში. აგებულია X საუკუნეში.
დარბაზულ ეკლესიას სამმხრივი გარშემოსავლელი ჰქონდა; ამათგან ჩრდილოეთისა უკეთ შემორჩა.
ძირითადი სივრცე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით სრულდება. ცენტრში სწორკუთხა სარკმელია. აბსიდის კუთხეებში მაღალი ნახევარწრიული გეგმის თაღოვანი ნიშებია. მათში გაჭრილი სარკმლები აღმოსავლეთ ფასადზე გამოდის. კონქი სფერული ფორმისაა.
დარბაზი დახურულია ცილინდრული კამარით. იგი ორ თაღს ეყრდნობა, რომელსაც თავის მხრივ იჭერს ორი წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრი. გრძივ კედლებზე წყვილი თაღედი გადადის. სამხრეთი კედლის ცენტრში გარედან თაღოვანი და შიგნიდან არქიტრავული კარებია. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია. დასავლეთ კედელში დატანებული შესასვლელი ამოქოლილია. ინტერიერის კედლები შელესილია და ზეთის საღებავითაა შეღებილი.
ჩრდილოეთ მინაშენს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს. აბსიდის ცენტრალური ნაწილი გამონგრეულია. მინაშენი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა ორ თაღს. თაღები სამხრეთით პილასტრებს ებჯინება, ჩრდილოეთით - კრონშტეინებს.
ეკლესია ნაშენია შირიმით, ტუფით და რიყის ქვით. აღმოსავლეთი ფასადის სარკმელი დასრულებულია თავსართით - განედლებული ჯვრის რელიეფით. ჩრდილოეთ ნაწილში ორკვადრია - ერთზე წმინდანის გამოსახულებაა მკერდამდე, მეორეზე - გეომეტრიული ორნამენტი, სამხრეთ ნაწილში კი - შვლის და ლომის გამოსახულება. ქვის მარჯვენა კიდეს ჩამოსდევს ასომთავრული წარწერა
ეკლესიაში ჩადის წყალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 54-56