დისევის ზურგიანი კოშკი

დისევის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ დისევში, სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3-4 კმ-ზე, მთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ზურგიანი კოშკი ნაგებია კარგად დამუშავებული ქვით, კირის ხსნარზე და შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი; კარი ნაოთხალია. მას დატანილი აქვს საურდულე. ჩრდილოეთის კედელში ორი სათოფურია.

დასავლეთ კედლის პირველ, მესამე და მეოთხე სართულზე თითო სწორკუთხა სარკმელია.

შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 56