ქსუისი
ქსუისი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში.
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭარებულის მარჯვენა ნაპირზე. იყო თემის ცენტრი (სოფლები: ბერიჯვარი, დისევი, დმენისი, ზემო კორკულა, ზემო სნეკვი, ზემო ქერე, კულბითი, ნანიაური, სათიხარი, ქვემო კორკულა, ჭარები, ხელჩუა, ხუგასთა). ზღვის დონიდან 930 მეტრი, ცხინვალიდან 13 კილომეტრი.
ისტორიარედაქტირება
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Ксуис).
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 566.