დმენისი
დმენისი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ქსუისის თემში.
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 14 კილომეტრი.
ისტორიარედაქტირება
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Дменис).
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 595.