ზემო კორკულა
ზემო კორკულა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ქსუისის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1360 მეტრი, ცხინვალიდან 16 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Уæллаг Къоркъула).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 509.