ჭანჭათი
ჭანჭათი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთის თემში (სოფლები: გაგური, ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 130 მ, ლანჩხუთიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2]
სოფელი | |
---|---|
ჭანჭათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | აკეთი |
კოორდინატები | 42°01′50″ ჩ. გ. 42°07′10″ ა. გ. / 42.03056° ჩ. გ. 42.11944° ა. გ. |
დაარსდა | ქვის ხანა |
ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
მოსახლეობა | 499[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაადამიანის ცხოვრების კვალი ქვის ხანიდან დასტურდება. სოფელში დგას ნაეკლესიარი. მთავარანგელოზის ეკლესია ნაგები იყო ხით. 1958 წელს ჭანჭათში აღმოჩნდა ვერცხლის ორი პოლონური მონეტა. მონეტები ადასტურებენ რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას XVII საუკუნის დასაწყისში. გურიაში პოლონური მონეტების გავრცელების კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1900 წელს ზედუბანში აღმოჩნდა ორი, ხოლო 1979 წელს მაკვანეთში ოთხი მონეტა.[3] 1920 წელს შეიქმნა ჭანჭათის თემი.[4] საბჭოთა პერიოდიდან ჭანჭათი შევიდა კვლავ აკეთის სასოფლო საბჭოში.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 1206 | ||
1911[6] | 781 | ||
2002 | 669 | ||
2014 | 499 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- ლავრენტი წულაძე — პედაგოგი
- ვლადიმერ გოგუაძე — სამხედრო მოღვაწე
- სოლომონ ვადაჭკორია — საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი
- ვასილ წულაძე — საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი
- აპოლონ წულაძე — მეფუტკრე და ეთნოგრაფი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2018-12-24.
- ↑ გოგუაძე ე., „XVII საუკუნის მონეტები სოფელ მაკვანეთიდან“ // ლენინის დროშა, 1980, № 13, გვ. -34.
- ↑ თემთა ცხოვრებიდან // გურიის ერობის მოამბე, 1920, № 21, გვ. 11.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год