ლავრენტი წულაძე
ლავრენტი წულაძე (დ. 1867, ჭანჭათი, ოზურგეთი — გ. 1923) — ქართველი ჟურნალისტი, პედაგოგი, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებათა წევრი.
ლავრენტი წულაძე |
---|
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს. საკუთარი სკოლა დააარსა სოფელ სურებში. 1886 წლიდან გახდა გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი „ვერმიცანიშვილის“ ფსევდონიმით. ერთ-ერთი პირველთგან იყო, რომელმაც გადაჭრით დააყენა გურიაში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხი. 1893 წელს ისიდორე რამიშვილთან და არსენ წითლიძესთან ერთად დააარსა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. 1894 სექტემბრიდან ფოთში დააარსა სამრევლო სკოლა. 1896 წელს დაბრუნდა აკეთში და გახდა მღვდელი. 1917 წლამდე მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ფოთის ქალთა გიმნაზიაში და სამოქალაქო სასწავლებელში. განაგრძობდა კორესპონდენტობას იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში, განსაკუთრებით ხშირად ათავსებდა წერილებს სახალხო განათლების საკითხებზე ჟურნალ „განათლებაში“. 1917 წელს გადავიდა მშობლიურ სოფელში და განაგრძო მასწავლებლად მუშაობა აკეთის უმაღლეს-დაწყებით სკოლაში, იყო ამ სკოლის გამგე.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს და ოზურგეთის ციხეში ჩასვეს. ციხიდან გათავისუფლებული ნაჯახების დარტყმით მოკლეს კომუნისტებმა ტყეში შეშის შეგროვების დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, კალიფორნია: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968. — გვ. 146-147.