ვასილ წულაძე
ვასილ წულაძე (დ. 12 ოქტომბერი, 1889, ჭანჭათი — გ. 13 მაისი, 1969, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
ვასილ წულაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1889 |
დაბადების ადგილი | ჭანჭათი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1969 |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია |
ძირითადი იდეები | სოციალ-დემოკრატია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ჟურნალისტი |
მამა | ქაიხოსრო წულაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა გლეხის ოჯახში, დაამთავრა ბათუმის ორკლასიანი კოლა. 1901–1902 წლებში მეორე კლასამდე სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში, რომელიც დატოვა სწავლის საფასურის არქონის გამო. ადრეული ასაკიდან ჩაერთო რევოლუციურ საქმიანობაში, მონაწილეობდა ბათუმის ნათობქარხნების მუშათა მოძრაობაში, გურიის გლეხთა მოძრობაში მოძრაობაში 1905 წელს. 1906 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1908 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1910-იან წლებში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პრესის გამოცემებს. 1911 წლიდან იყო რსდმპ ბათუმის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1914 წელს მუშაობდა მურღულის მადნის დამამუშავებელი ქარხნების საავადმყოფოს სალაროს გამგედ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო დატოვა სამუშაო, გადავიდა თბილისში და მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ „თანამედროვე აზრში“. თბილისში მუშაობის დროს დააპატიმრეს 1915 წლის 15 ივლისსა და 15 ნოემბერს.
1917 წლიდან. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარე
1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო და ცხოვრობდა სტამბოლში, საიდანაც კოორდინირებას უწევდა ემიგრანტული მთავრობისა და საქართველოში დარჩენილი იატაკქვეშა მოძრაობის მუშობას. მოგვიანებით გადავიდა პარიზში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. მისი შვილი, ფსიქოლოგი და ლიტერატორი სერგი წულაძე 1958 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 465-466 — საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0