საქართველოს ეროვნული საბჭო
საქართველოს ეროვნული საბჭო — საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობითი ორგანო 1917-1919 წლებში. აირჩიეს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე 1917 წლის 19-23 ნოემბერს. 1918 წლის 26 მაისს საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და იმავე წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი ეწოდა.

საბჭოში უმრავლესობას ფლობდნენ სოციალ-დემოკრატები. მასში ასევე მონაწილეობდნენ სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები, ესერები, „ალიონის“ ჯგუფი, რადიკალ-დემოკრატები და უპარტიოები. საბჭოს თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, 1918 წლის ოქტომბრიდან კი — კარლო ჩხეიძე. საბჭომ მოამზადა და 1919 წლის თებერვალში ჩაატარა საყოველთაო და პირდაპირი დამფუძნებელი კრების არჩევნები, რის შემდეგაც საკანონმდებლო უფლებამოსილება დამფუძნებელ კრებას გადააბარა.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- სიდამოინძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 173.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სამართლებრივი აქტები. საქართველოს ეროვნული საბჭო. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი დაარქივებული 2007-10-26 საიტზე Wayback Machine. . რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი