საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიაპოლიტიკური პარტია საქართველოში 1917-1923 წლებში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე დიდი და გავლენიანი პარტია.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1918 - 1936
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

ისტორია რედაქტირება

პარტია ოფიციალურად გამოეყო რსდმპ-ს 1918 წლის ნოემბერში. 1919 წლის 14 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში პარტიამ აიღო ხმათა 81,5%.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან პარიზში არსებობდა პარტიის „საზღვარგარეთული ბიურო“. 1921-1923 წლებში პარტია ეწეოდა აქტიურ იატაკქვეშა ანტიბოლშევიკურ მოღვაწეობას. 1923 წლის აგვისტოში ოფიციალურად შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი წევრები მონაწილეობდნენ 1924 წლის აჯანყების მომზადებაში.

პარტიის წამყვანი იდეოლოგები იყვნენ: ნიკოლოზ ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, გრიგოლ ლორთქიფანიძე, ისიდორე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, აკაკი ჩხენკელი, სეით დევდარიანი, ბენია ჩხიკვიშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი და სხვანი. სხვა და სხვა დროს პარტიის თვალსაჩინო წევრები იყვნენ: ვიქტორ ნოზაძე, მიხეილ ხუნდაძე, ევგენ ღვალაძე, ისიდორე მანწკავა, აკაკი ანდღულაძე და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწენი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება