„ერთობა“ — ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული გაზეთი 1917-1921 წლებში. გამოდიოდა „თანამედროვე აზრის“ (1915-1917) ნაცვლად. 1918 წლის 26 ნოემბრიდან იწოდებოდა, როგორც „ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა“. გაზეთს თავდაპირველად რედაქტორობდა ვლადიმერ ბობოხიძე, 1920 წლის ივლისიდან კი – ლევან ნათაძე. იბეჭდებოდა „რუხაძის სწრაფლმბეჭდავ სტამბაში“; 1917 წლის 1 ივლისიდან - „ერთობის“ სტამბაში. გაზეთმა 1918 წლის 28 იანვრიდან შემოიღო ყოველკვირეული სატირულ-იუმორისტული ფურცელი „ეშმაკის მათრახი“. 1921 წლის თებერვალში მთავრობის მიერ თბილისის დატოვების გამო „ერთობის“ ბოლო ნომრები ქუთაისსა და ბათუმში გამოვიდა. პარტიული გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაზეთი იდეოლოგიური მიზანდასახულობით შერჩეული, მეტწილად ინფორმაციული ხასიათის მასალით შემოიფარგლებოდა. თუმცა გვხვდება ანალიტიკური პუბლიკაციებიც, რომელთა უმრავლესობა სარედაქციო თვალსაზრისს გამოხატავდა და მენშევიკური ხელისუფლების იდეური მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებდა. მათი უმრავლესობა ხელმოუწერელი იყო. მიუხედავად ოპერატიულ ჟანრთა პრიმატისა, იბეჭდებოდა განსხვავებული თემატიკის პუბლიკაციებიც, რომლებიც რუბრიკის ქვეშ ერთიანდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 140-141.