ქვემო აკეთი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ქვემო აკეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (სოფლები: ქვემო აკეთი, გაგური, ზემო აკეთი, ჭანჭათი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 70 მ, ლანჩხუთიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2]

სოფელი
ქვემო აკეთი

აკეთის მაცხოვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი აკეთი
კოორდინატები 42°00′40″ ჩ. გ. 42°05′22″ ა. გ. / 42.01111° ჩ. გ. 42.08944° ა. გ. / 42.01111; 42.08944
დაარსდა ადრეული შუა საუკუნეები
ადრეული სახელები აკეთი
ცენტრის სიმაღლე 70
მოსახლეობა 587[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო აკეთი — საქართველო
ქვემო აკეთი
ქვემო აკეთი — გურიის მხარე
ქვემო აკეთი
ქვემო აკეთი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ქვემო აკეთი

1772-76 წლებში გურიელებმა აკეთი უბოძეს ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ ქვემო აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე, ციხე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. თავდგირიძეების ციხის ნანგრევები შემორჩენილი იყო XIX საუკუნეში. სოფელში არის თიხნარი ნიადაგი. ამის საფუძველზე განვითარებული იყო მეთუნეობა. 1893 წლის 22 აგვისტოს აკეთში გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

მაცხოვრის სახელობის ეკლესია

რედაქტირება

სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია. გუმბათი ამჟამად ჩამონგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ კედლები თავისი შესასვლელებით და სამრეკლო. ეკლესია მოხატული ყოფილა, მაგრამ XIX საუკუნეში რუს სამღვდელო მოხელეებს კირით შეუთეთრებიათ. ჩრდილოეთის შესასვლელ კარზე არის ჩუქურთმა, რომელზეც გამოსახულია ორი გველეშაპი. ეკლესიაზე დაშენებულია სამრეკლო, რომელშიც კიბე შიგნიდან ადის.

ნაციხარები

რედაქტირება

ქვემო აკეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს ნაციხარი. ადგილზე იკითხება კედლის წყობები, რომლებიც ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის დუღაბის ხსნარზე. კედლები რელიეფზეა მორგებული, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე. ამ ადგილიდან ჩრდილოეთით იმზირება მდინარე აცაურა და მისი შემოგარენი ხოლო სამხრეთით მდინარე სუფსა.[3]

მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს კიდევ ერთი ნაციხარი. მას აღმოსავლეთით ჩამოუდის მდინარე ოყვავილა, დასავლეთით კი მდინარე აცაურა. ციხე შემაღლებულ ბორცვზეა განლაგებული. კედლები რელიეფს შემოუყვება. ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბის ხსნარზეა. ციხის შუდა ტერიტორია მოსწორებულია რაიმე ნაგებობის კვალი არ იკითხება, ციხის ცენტრალურ ნაწილში სავარაუდოდ ქვევრი ფიქსირდება. გადმოცემით მამუკა თავდგირიძეს ამ მიდამოებში მოუხდა ბრძოლა.[4]

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 1307
1911[6]   760
2002   843
2014   587

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებათა კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-22. ციტირების თარიღი: 2018-12-24.
  3.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20982
  4.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20986
  5. «Кавказский календарь» на 1910 год
  6. «Кавказский календарь» на 1912 год