გაგური
სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
გაგური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთის თემში (სოფლები: გაგური, ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი)[2]. მდებარეობს მდინარე აცაურის ნაპირებზე, სუფსის მარჯვნივ, გურიის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 250 მ. სოფელში არის ხელოვნური გამოქვაბული.
სოფელი | |
---|---|
გაგური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | აკეთი |
კოორდინატები | 42°01′33″ ჩ. გ. 42°05′47″ ა. გ. / 42.02583° ჩ. გ. 42.09639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 181[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გამოქვაბული
რედაქტირებაგამოქვაბული „ეშმაკის საყდარი“ აღწერილი აქვს თედო სახოკიას. ის იწყებოდა გურიის ქედის ერთი ბორცვის აღმოსავლეთის კალთიდან. შესასვლელი ბალახებით დაფარული იყო, ნიადაგი კი ქვანარევი. გვირაბის შიგნით უკვე მხოლოდ წითელი მიწა იყო, ადამიანის მიერ სწორად გამონათხარი. გამოქვაბულის დანიშნულება მოსახლეობის გახიზვნა იყო.[3]
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 310 | ||
1911[5] | 475 | ||
2002 | 283 | ||
2014[1] | 181 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. შალიკაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 614.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ სახოკია თ., „მოგზაურობანი“, — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“ 1985, გვ. 98-99
- ↑ «Кавказский календарь» на 1910 год
- ↑ «Кавказский календарь» на 1912 год