თხინვალი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თხინვალი.

თხინვალი, ახალსაყდარისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი თხინვალი). მდებარეობს ნასაკირალის სერის სამხრეთით, ზღვი დონიდან 80 მ. უახლოეს რკინიგზის სადგურ მერიიდან 4 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა,[2] ჭიდაობის კლუბი. სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი.

სოფელი
თხინვალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი თხინვალი
კოორდინატები 41°57′50″ ჩ. გ. 41°52′32″ ა. გ. / 41.96389° ჩ. გ. 41.87556° ა. გ. / 41.96389; 41.87556
დაარსდა 1911
ადრეული სახელები ახალსაყდარი
ფართობი 7,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 733[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 97,7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93,9 %, სომხები 5,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თხინვალი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
თხინვალი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
თხინვალი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
თხინვალი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

თხინვალის ადრინდელი სახელწოდებაა ახალსაყდარი. ახალსაყდარი შედიოდა ხვარბეთის სასოფლო საზოგადოების შემადგენლობაში. XIX საუკუნეში სოფელში აშენდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ხის ეკლესია. მისი მღვდელი იყო ილარიონ ქარცივაძე. 1910 წელს ტაძარი მოინახულა ეპიკოპოსმა ალექსანდრემ. ბოლო მღვდელი იყო რომანოზ ქინქლაძე, რომელიც 1924 წელს გადაასახლეს. ეკლესიის ფიცრებით ააშენეს სკოლა. 1930-იან წლებში სოფელს სახელი შეუცვალეს და ფართოდ გავრცელებული თხილის კულტურის გამო თხინვალი დაარქვეს. 1935 წელს შეიქმნა თხინვალის სასოფლო საბჭო, რომელიც მოცავდა სოფლებს თხინვალს, საღვთოს, მჭედუაურს, ჯაფარაულს და ზედუბანს.[3] საბჭოთა პერიოდში თხილი გაიჩეხა და ჩაი გაშენდა. 1946 წლისთვის თხინვალში იყო 109 ჰა ჩაის, 69 ჰა ციტრუსის და 18 ჰა ტუნგის პლანტაცია,[4] ხოლო 1977 წელს 116 ჰა ჩაისა და 36 ჰა ციტრუსის პლანტაცია.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[5] 500
1971   1002
1977   1005
2002   971
2014   733 352 381

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა პედაგოგი გრიგოლ ბაბილოძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. სკოლების მონაცემთა ბაზა[მკვდარი ბმული]
  3. „ლენინის დროშა“ N33 გვ. 4 — 1935 წ.
  4. 'გაზეთი „ლენინის დროშა“, N48 გვ4 — 1946 წ.
  5. Кавказский календарь на 1912 год